Wednesday, January 23, 2013



                                                             
                                                                         ჯვრის მონასტერი  

   მცხეთის ჯვრის მონასტერი - მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია)  

http://saunje.ge/index.php?id=7&lang=ka 

კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ტაძარი, გალავანი და სხვა ნაგებობანი.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში, ქრისტიანობის მიღებისთანავე, ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. ამავე საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ძმების – დემეტრესა და ადარნასესა (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აშენების დრო თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა განმავლობაში მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი რ. გვერდწითელი).
მცხეთის ჯვრის მონასტერიჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (20,216,5მ, სიმაღლე -25 მ-მდე.) მონასტრის გეგმის საფუძველს შეადგენს კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი. ხუროთმოძღვარმა კარგად შეუხამა ერთმანეთს მონასტრის ინტერიერი და ექსტერიერი. მან ფასადების გადაწყვეტა ადგილმდებარეობას დაუმორჩილა. დასავლეთ ფასადის დანახვა შეიძლება მხოლოდ შორიდან, მცხეთიდან, ამიტომ იგი ნაკლებადაა დანაწევრებული, ამასთან მოურთავია. ჩრდილოეთ ფასადს ნაწილობრივ ადრე აგებული ეკლესია ფარავს, რის გამოც იქ კომპოზიცია მხოლოდ მასებით იქმნება. აღმოსავლეთისა და სამხრეთის აფსიდებს კი თავისუფალი მისადგომები აქვს და ოსტატიც მათზე აკეთებს აქცენტს. რელიეფებსა და ჩუქურთმას მაღალი გემოვნებით ანაწილებს. მორთულობიდან მთავარს აღმოსავლეთის ფასადზე გამოხატულ ქტიტორთა სამი რელიეფი წამოადგენს. ცენტრალურ რელიეფზე გამოსახულია მუხლმოყრილი სტეფანოზ ერისმთავარი, მარცხნივ – დემეტრე, მარჯვნივ – ადარნასე. სამხრეთის კარის ზემოთ არაჩვეულებრივი სიცხოველითაა გამოხატული ჯვრის ამაღლების სცენა. ხოლო ზემოთ, სარკმლის თავზე ქობულ სტეფანოზის გამოსახულებაა. თუ ერისმთავრების გამოსახულებაში დიდებულება ჩანს, იგივე არ ითქმის გუმბათის ყელზე განმარტოებით მოცემულ რელიეფზე. აქ ვედრების პოზაში ხუროთმოძღვარმა თავისი თავი გამოსახა. ერისმთავართა ბარელიეფებს მრავალმხრივ საინტერესო წარწერები გააჩნია. ისინი ძველი ქართული ასომთავრული დამწერლობის ადრეული ნიმუშებია. მცხეთის ჯვრის ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუშია. მასში გამოვლინდა ქართველ არქიტექტორთა რამდენიმე თაობის შემოქმედებითი ძიება. ასეთი სრულყოფილი ნაწარმოები სანატრელია ყველა ქვეყნისათვის. იგი ჭეშმარიტად ამშვენებს არქიტექტურის საგანძურს.
ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ტაძარი არა მარტო ფორმებითა და მორთულობით, მასშტაბით, პროპორციებით და ფერითაც ეხამება გარემოს.
მცხეთის ჯვრის მონასტერიჯვრის მცირე ეკლესია მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გადმოცემით ცნობილია, რომ ჯვრის მცირე ტაძარი აშენებულია ქართლის პირველი ერისმთავრის – გვარამის მიერ. გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა. შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს. შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებსა და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ტაძრის სამხრეთითა და ჩრდილოეთით განლაგებულია კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძარს აერთებს. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით თაღოვანი ნიშია, რომელშიც გამოსახულია განედლებული ჯვარი. ვარაუდობენ, რომ ამ ნიშში კათალიკოსის ტახტი იდგა. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის აწეული, საკურთხევლის კონქი თავიდან მოზაიკით ყოფილა შემკობილი, რომელიც დღეს უკვე წაშლილია. ეკლესია დგას მაღალი თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს ანიჭებს. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი – აყრილი, ფასადის კვადრები – ამოცვენილი. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია, ვიდრე შენობის დანარჩენი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში – ტიმპანებიანი გასასვლელები.
მცხეთის ჯვრის მონასტერიქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართული ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ – დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავსა და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა).
http://www.ambioni.ge/mcxetis-jvris-monasteri









No comments:

Post a Comment